უნგრეთში, ავსტრიულმა კომპანია Starbag-მა დაამზადა მუსიკალური ასფალტი.
მუსიკალური გზის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია, კონკრეტულ უბნებში დამონტაჟდა სპეციალური მოწყობილობა და ავტომობილის შეხებისას გზა „ამღერდება“.
აღსანიშნავია, რომ პირველი ასეთი გზა სამხრეთ კორეაში გააკეთეს და მისი მიზანი არამხოლოდ გართობა, არამედ მოდუნებული მძღოლების გამოფხიზლებაცაა.








