მსოფლიოში უამრავი შეთქმულების თეორია არსებობს. მაგალითად, ვიღაცას გულწრფელად სჯერა, რომ მეცნიერებმა უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, უკვე დიდი ხანია დაამყარეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გასაიდუმლოებულია.
და ამ თეორიის არსებობაში უცნაური არაფერია, რადგან მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იმატებს.
ცოტა ხნის წინ ისრაელის კოსმოსური სააგენტოს (ISA) ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მზის სისტემაში უცხოპლანეტელები არსებობენ და ამასთან, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება სავარაუდოდ კარგად იცნობს მათ და ხშირად მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.
ვინ არის ეს თანამშრომელი და რაზე შეიძლება ისაუბრონ ქვეყნების ლიდერებმა სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებთან?
ახალი შეთქმულების თეორია
როგორც ადგილობრივი გამოცემა The Jerusalem Post წერს, ისრაელის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელი, რომლისგანაც ამ ინფორმაციამ გაჟონა, ჩაიმ ეშედია. ის 30 წელზე მეტ ხანს ისრაელის კოსმოსურ ინდუსტრიაში მუშაობდა და მას გენერალის წოდება მიენიჭა. მან ასევე რამდენჯერმე მიიღო საპრეზიდენტო პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ეს ადამიანი პროფესიონალია და ძალიან უცნაურია, რომ სწორედ მან გადასცა მედიას აღნიშნული ინფორმაცია.








