მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ მისი საკვირაო ქადაგება საზოგადოებამ არასწორად გაიგო და ქადაგებისას შშმ პირები არ უგულისხმია.
დეკანოზი “facebook live-ის” დროს ამბობს, რომ საზოგადოების რეაქციის გამო ძალიან ნერვიულობს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისმა საუბარმა დააბრკოლა ბოდიშს უხდის.
დეკანოზმა მისი ქადაგება დეტალურად განმარტა და განაცხადა, რომ ხშირად წინაპრის ცოდვებს მომავალი თაობაც იმეორებს და ქადაგებაში ამას გულისხმობდა.







