მექსიკელი ექთანი სერხიო ერნანდესი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა ვიდეო.
როგორც ადგილობრივი გამოცემა El Mundo იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცმა ვიდეო ნათესავებისთვის ჩაწერა,
„დადგა ჭეშმარიტების საათი… რაც არუნდა მოხდეს, რასაც არ უნდა მიმზადებდეს ღმერთი, მინდა ყოველთვის გახსოვდეთ ვინ ვიყავი და ვინ ვარ. იმიტომ, რომ მე დავბრუნდები. ეს არაა გამომშვიდობება. მჯერა, რომ დავბრუნდები რამდენიმე დღეში, უბრალოდ გამოვჯანმრთელდები… “, – ამბობს ვიდეომიმართვაში სერხიო ერნანდესი.








