მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.
„სამწუხაროდ ეპიდემიამ რამდენიმე ლიდერი მოთამაშე გამოეთიშა. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ სტადიონზე „ვუბალეშიკოთ“, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს“, – განაცხადა პრემიერმა.







