ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს და პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს, მოსახლეობა ცდილობს, დედაქალაქიდან დანიშნულ რეისებზე შეაღწიოს, – ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული. ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.








