საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები.
“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, – თქვა მან.








