ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროვოკაციები ყველაზე მეტად ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანშია მოსალოდნელი.








