თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ექვსი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ბიძგები თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა.







