თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს, აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორეს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სპეციალურ ცერემონიალზე საპატიო დოქტორის ხარისხი (honoris causa) მიანიჭეს.








