შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „ლეიბორისტული პარტიის“ მონაცემები მიხეილ საკაშვილისგან არის ნაკარნახევი.
როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, მიხეილ საკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გრძელდება ფარული თანამშრომლობა.
„მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს, ის ორი ვადით იყო უკვე პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვით, პუტინის ოლიგარქატის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და მისი სახურავებზე სირბილით, კიევში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.







