განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
მინისტრის განმარტებით, ამ სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და არჩევნების დასრულებისას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სწავლა ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება.








