საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელებისთვის სწრაფი სპეციალური კურსის გავლის პროცესი დაიწყო.
როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განმარტა, უფროსკურსელები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში მედიკოსებს დაეხმარებიან.







