მექსიკის ქალაქ კანკუნში ჭკვიანი ქალაქი აშენება იგეგმება.. იტალიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ, ინოვაციური დიზაინის და გადაწყვეტილებების მქონე, ბუნებაში ჩაფლული, ჭკვიანი ქალაქის მოდელი შექმნა.
იტალიელი არქიტექტორების თქმით, ახალი ქალაქი ტყის მასივით დაიფარება.
ე. წ. ჭკვიანი ტყის ქალაქი , სახელწოდებით Smart Forest City, 557 ჰექტარზე განთავსდება. დაირგვება 400 სხვადასხვა სახეობის 7 500 000 მცენარე., მათი განლაგების პროექტზე ლანდშაფტის არქიტექტორი ლაური გადი მუშაობდა. “ახალი საზოგადოებრივი პარკებისა და კერძო ბაღების, მწვანე სახურავებისა და ფასადების წყალობით, ბუნება ამ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ, კვლავ დაიბრუნებს ბალანსს – მწვანე ადგილებისა და შენობების რაოდენობის გადანაწილების თვალსაზრისით” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
მცენარეებით დაიფარება ნაგებობების ფასადები. საზოგადოებრივი ადგილების კი ბოტანიკური ბაღების მსგავსად მოეწყობა. მწვანე სივრცეების დამხარებით მოხდება ნახშირორჯანგის ათვისება.








