საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ინციდენტი მოხდა. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მარტჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.








