ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა. ის უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრებს მართავს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პოლიტიკურ დიალოგში ჩართული მხარეები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც დისკუსია მიმდინარეობს – ესაა შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოწერილი 6 საკითხი.
დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მან ქვეყანაში დარჩენის დრო გაახანგძლივა.








