თელავში დააკავეს პიროვნება, რომელმაც 15 წლის გოგონასთაქნ სექსუალური კავშირი დაამყარა. ფაქტის გაგების შემდეგ გოგონა ძმამ რამდენჯერმე სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.







