“კურიერთან” ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც ამ ეტაპზე ნაკლებად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ამბულატორიები, უახლოეს მომავალში მოძრავი ამცრელი პუნქტების მოწყობა არის დაგეგმილი.
ამირან გამყრელიძემ ასევე უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების კონცეფციაზე ისაუბრა და პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სასწავლო პროცესი განახლდეს და უშუალოდ საკლასო ოთახებში გადაინაცვლოს.
რუსთავი 2








