უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის რეგიონში თურქული დრონი პირველად გამოიყენა. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ Bayraktar TB2-ის გამოყენებით სეპარატისტები აიძულეს ცეცხლი შეეწყვიტათ. როგორც ცნობილია დრონს გამყოფი ხაზი არ გადაუკვეთავს, მართულმა რაკეტამ კი სეპარატისტების საარტილერიო დანადგარი გაანადგურა.








