ჩემი, როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში წარიმართება, ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირის დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.







