ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დასაცავად, ბიუჯეტიდან წელიწადში მინიმუმ 200 მილიონი რუბლი იხარჯება. ამ თანხით რუსეთის ეროვნული გვარდიის 400-მდე მებრძოლი იცავს თავად კადიროვს, მის სახლებს, რეზიდენციებს და მისი ოჯახის წევრების სასახლეებს. კანონის თანახმად, დაცვის უფლება არა მხოლოდ კადიროვზე, არამედ რამზანის დედასა და ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.







