„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელი ზუგდიდში მცხოვრები ბადრი ესებუაა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ბადრი ესებუას მშობლები მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა ნათესავების თქმით, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.
მათივე თქმით, ბადრი ესებუა თბილისში იმყოფება, თუმცა რა მიზეზით იმყოფება ის დედაქალაქში, ნათესავები ვერ აკონკრეტებენ.







