„უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია გაკოტრებების მთელი ტალღა იმის გამო, რომ ვერ მოხდა თავის დროზე კომერციული ბანკების ვალების გასტუმრება. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ და გავაკეთებთ, ჩვენი მთავრობა ეგრევე პირველი ნოემბრის შემდეგ შეძლებს, რომ შექმნას პრობლემური სესხების ფონდი და პრობლემური სესხების ფონდი მოემსახურება სწორედ კომერციული ბანკების ვალებს, რომ არ მოხდეს საწარმოების გაკოტრება.
ამის უზრუნველყოფას - საიდან დავაფინანსებთ ამას ?.. ამაზე ჩვენ პირველ რიგში გავუშვებთ 500 მილიონს, რომელსაც ავიღებთ იმ 10 მილიარდიდან, რომელიც ამათმა წაიღეს ვითომ კოვიდთან საბრძოლველად და მოვიპოვებთ სხვა სახსრებსაც“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.







