19 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“მთელი ექვსი თვის მანძილზე არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი თავიდანვე. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა მაგრამ სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში. ეს იყო ჯგუფური მკვლელობა მაღალჩინოსნების მიერ“, – განაცხადა თეონა ტამაზაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა.







