სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია და ვირუსს ებრძვის.








