„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.
სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში








