“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
პროცესში მედიატორის ფუნქციით ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი იყო ჩართული. შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოში – კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.








