დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცხელების ცენტრში 22 სექტემბერს შეიყვანა.








