ჩინელი აგენტები , ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციაზე, გავლენების მოსაპოვებლად ძალისხმევას არ იშურებენ. ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უილიამ ევანინამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინელი აგენტების მხრიდან სამუშაოები გაძლიერებულია და ისინი მომავალ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებს ყურადღებით აკვირდებიან.
ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში გენერალური პროკურორის თანამშემწის, ჯონ დემერსის თქმით, ჩინეთის სასარგებლოდ შპიონაჟში, ათასამდე ეჭვმიტანილი გაიქცა ამერიკიდან.
ასპენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის მსვლელობისას, ევანინამ თქვა, რომ ჩინური დაზვერვა დიდ ინტერესსს იჩენდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევენებისა და აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესის მიმართ.







