მეტალის ამოუცნობი მონოლითი პირველად აშშ-ში, იუტას უდაბნოში 24 ნოემბერს გამოჩნდა.
უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შენიშნეს. რამდენიმე დღეში მეტალის ობიექტი გაქრა და შემდეგ ის რუმინეთში გამოჩნდა.
მალევე, 30 ნოემბერს მონოლითი კვლავ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გამოჩნდა.
კონსპირაციული თეორიები მონოლითის შესახებ
მონოლითი გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგიერთი თვითმხილველი მას ადარებს ობელისკის სტენლის კუბრიკის ფილმ „2011 წლის კოსმოსური ოდისეიდან“.
უცხოურ მედიაში მას „უცხოპლანეტურსაც“ უწოდებდა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მან მონოლითთან მისასვლელ გზაზე ღამით, დაახლოებით 22:40 საათზე სატვირთო ავტომობილი შენიშა, რომელსაც დიდი სწორკუთხა საგანი გადაჰქონდა. მან ვერ შენიშნა, ზუსტად რა მიჰქონდა ავტომობილს, მაგრამ ადგილზე მისულს ობელისკი აღარ დახვდა.
სამივე ლოკაციაზე ნაპოვნი ეს ამოუცნობი მონოლითი 3-4 მეტრის სიმაღლისაა
რა არის რეალურად
მიუხედავად კონსპირაციული მოსაზრებებისა, რომ იუტაში ნაპოვნი მონოლითი უცხოპლანეტური წარმოშობისაა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ადამიანის ხელით შექმნილი სტრუქტურა.
ამასთან, ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ამ უცნაური მონოლითის შემქმნელი და არც არავის განუმარტავს მისი განთავსების მიზეზებზე.
იყო მოსაზრება, რომ ეს იდუმალი კონცეპტუალისტი ხელოვანის ნამუშევარია, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.
გამოცემა Vice-მა, ინფორმაცია და ვიდეო გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იუტას უდაბნოდან მონოლითი ახალგაზრდა ენთუზიასტების ჯგუფმა წაიღო.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, მთავარი საიდუმლო მაინც ამოუხსნელი რჩება. ვინ და რატომ დგამს და აქრობს მონოლითებს, არის თუ არა ისინი ერთი და იგივე და სად უნდა ველოდოთ მომავალში მის გამოჩენას.







