სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.
„2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა“, – განაცხადა ადვოკატმა.








