ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დატოვებს თანამდებობას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
„მე მივიღებ ასეთ გადაწყვეტილებას [გადადგომის] თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.








