დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ამავე დროს ერთ-ერთი მთავარი თვისება გემოს დაკარგვა, შეიძლება ახლდეს განსაკუთრებით ბავშვებში დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ოჯახის ექიმს 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.







