2 088 მგზავრი მიკროავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე ეცადა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბუნებრივია, ისინი ავტობუსებში არ აუშვეს. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრი გააფრთხილეს, რომ პირბადე როგორც წესია, ისე გაეკეთებინათ. ავტობუსი 116-ჯერ არ დაიძრა იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. შეიძლება, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ და არ იცავენ უსაფრთხოების წესებს“, – განაცხადა კალაძემ.








