მსოფლიო 2022 წლამდე შესაძლოა ვერ დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რადგანაც მიღებული ზომები, პანდემიის დასასრულებლად საკმარისი არ არის. – განუცხადა მაიკროსფოტის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა სიენენს.
მილიარდერმა, ვაქცინის სწრაფად შექმნისა და დაჩქარებული იმუნიზაციის პროცესს სასწაული უწოდა, მისივე ვარაუდით შეერთებული შტატები შესაძ₾ოა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას შემოდგომისთვის დაუბრუნდეს, თუმცა ვირუსზე გასამარჯვებლად, აუცილებელია ვაქცინის სწორად გადანაწილება. მან ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინას ძირითადად მდიდარი ქვეყნები იღებენ, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის დანარჩენ მსოფლიოს.








