კოვიდ ვაქცინების გამოჩენასთან ერთად, უამრავი თეორია ვრცელდება და მათ შორის ვაქცინების გვერდით მოვლენებზე. ტკივილები, ცხელება, ალერგია, სახის დამბლა. ფრანგული გამოცემა Le Temps შეეცადა გაერკვია, რომელ ვაქცინას რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.
მეცნიერები გვერდითი მოვლენების კლასიფიცირებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ახდენენ. მაგალითად ადგილობრივი (უშუალოდ ინექციის ადგილას)და სისტემური( სხეულის სხვა ნაწილში) გამოვლენილი რეაქციები.
მათი სიმძიმის შეფასების სისტემა 1 დან 4 მდეა. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, პირველი ორი ხარისხი, “მსუქბუქი” და “ზომიერია”, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შემდეგი ორი კი მოითხოვს მედიკამენტებს ან დამატებით სამედიცინო დამხმარებასაც კი.
ვაქცინების დასამტკიცებლად სიმძიმის შეფასება პირველ ორ ხარისხს არ უნდა აღემატებოდეს – ამბობს გამოცემა.








