მართალია, რომ გლობალური დეფიციტი შეიქმნა გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით და ეს სრულიად გასაგებია, თუმცა ამ მხრივ საქართველოში პრობლემები არ იქნება – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე აქვს მარაგები და გრძელდება დამატებითი შესყიდვები.
„მთავრობას შარშანდელზე მეტი მოცულობის ვაქცინა აქვს შესყიდული და შემდგომი მოწოდება დაიწყება მომავალი კვირიდან. ამასთან, ვაგრძელებთ დამატებით შესყიდვებს.
გრიპის ვაქცინის დეფიციტი საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ამ მხრივ მთავრობას რისკები გადაზღვეული აქვს და მზად არის კერძოს სექტორსაც მიეხმაროს ვაქცინის მიწოდებით.







