კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ მსვლელობაზე მივიდა.
როგროც ივერი მელაშვილი ამბობს, უნდა დასრულდეს ხალხის უდანაშაულოდ დაპატიმრება.
„უნდა დასრულდეს მთავრობის მხრიდან უამრავი ტყუილი, გინდა პროკურატურის მხრიდან, გინდა მართლმსაჯულების მხრიდან. უნდა დასრულდეს ტყუილების ტირაჟირება და ხალხის უდანაშაულოდ დაპატიმრება. გასაგებია, რომ საკითხი სხვადასხვა იყო ჩემ შემთხვევაში და მელიას შემთხვევაში, მაგრამ ერთი ესაა, რომ ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვიყავი დაპატიმრებული“,- აღნიშნა მელაშვილმა „ნეთგაზეთთან“ საუბრისას.







