მყინვარების დნობა, უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს – წერს იტალიური გამოცემა The vision. კაცობრიობას ერთი სული აქვს, როდის მოიტოვებს უკან კოვიდ-19-ის პანდემიას. ჩნდება ილუზია, რომ კორონავირუსის კოშმარის გადალახვის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური საფრთხე, კლიმატის ცვლილება, თუ პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება ან გაჩნდება მისი ეფექტური კონტროლის მექანიზმები, დათბობის პროცესი არ გაჩერდება – წერს გამოცემა, პრაიმვიდეო გთავაზობთ პუბლიკაციაში გადმოცემული საფრთხეების მიმოხილვას.
ტემპერატურის მატება უძველესი მყინვარების დნობას იწვევს, მაგალითად ჰიმალაებსა და ციმბრიში, ეს არღვევს ეკოსისტემას, იწვევს ბიომრავალფეროვნების უცილობელ გაქრობას და სხვა უამრავ პრობლებას.







