PrimeVideo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
01:14 30/04/2026
PrimeVideo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
PrimeVideo

უნიკალური აღმოჩენა ბოლნისში – აქამდე უცნობი არქიტექტურა რომელიც 8 ათასზე მეტ წელს ითვლის

17:02 2021/02/26
0

უნიკალური აღმოჩენა – აქამდე უცნობი არქიტექტურა რომელიც 8 ათასზე მეტ წელს ითვლის, ბოლნისში აღმოაჩინეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების ექსპედიციამ, ნეოლითური პერიოდის, 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა აღმოაჩინა. ძველი წელთაღრიცხვის, მეექვსე საუკუნის ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისთვის დამახასიათებელი მასალა. თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ობსიდიანის, ირმის რქის, მასიური ხის, სარდიონისგან დამზადებული მძივები.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო მზაობა აღმოჩენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭოს. მსგავსი აღმოჩენები ქვემო ქართლის მხარეში ტურისტების ნაკადს გაზრდის.

ეს არის უნიკალური აღმოჩენა, საცხოვრისი 8 ათასი წლის წინანდელი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, იმ პერიოდში რამდენად განვითარებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. როგორ გეგმავდნენ, როგორ აზროვნებდნენ, როგორ არქიტექტურას იყენებდნენ … სწორედ ეს არქიტექტურა გვაჩვენებს, როგორ სერიოზულ არქიტექტურასთან გვაქვს საქმე“,- აცხადებს ნიკა ანთიძე.

ახალი არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის კოლექციას შეემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ მუზეუმი ასევე წარმოადგენს კვლევით ცენტრს. სწორედ ამ მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება არტეფაქტების შესწავლა. ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია.

ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები. მაშავერას გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა.

ბორცვი მდებარეობს მდინარე მაშავერას და ხრამის ხერთვისთან, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი. ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე ჯერჯერობით არ ფიქსირდება არცერთი ცალპირა წყობით ნაგები შენობა ან ცალკეული კედელი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ძეგლს შულავერ-შომუთეფეს კულტურის სხვა ძეგლებისაგან.

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა.

ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი აბულაძე.

თეგები ბოლნისიუნიკალური აღმოჩენახატავეთი
გაზიარება15
კომენტარი

დაკავშირებული ვიდეოები

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
მთავარი ამბავი

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13/06/2022
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
მთავარი ამბავი

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26/05/2022
„ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 მილიონ 288 ათასი ლარი
მთავარი ამბავი

„ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 მილიონ 288 ათასი ლარი

25/05/2022
4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – ნახეთ დეტალურად
საზოგადოება

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – ნახეთ დეტალურად

25/05/2022
ავტობუსის მძღოლი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებს იხსენებს
მთავარი ამბავი

ავტობუსის მძღოლი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებს იხსენებს

24/05/2022
„ქვეყანა, რომ გვიყვარდეს ეს ასე არ იქნებოდა“ – კადრები თბილისის ზღვიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
საზოგადოება

„ქვეყანა, რომ გვიყვარდეს ეს ასე არ იქნებოდა“ – კადრები თბილისის ზღვიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

23/05/2022
შემდეგი
ყაჩაღობა ზუგდიდში, რომელსაც სროლა მოჰყვა – თავდამსხმელი გარდაიცვალა

ყაჩაღობა ზუგდიდში, რომელსაც სროლა მოჰყვა - თავდამსხმელი გარდაიცვალა

კომენტარები სტატიის შესახებ

რეკომენდებული

No Content Available

  • მთავარი
  • ჩვენს შესახები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+

დაკავშირებული ვებ გვერდები

PRIMETIME.GE

PTN.GE

Powered By My Software © 2020 PRIMEVIDEO.GE - All rights reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • ყველა სიახლე
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • პოპულარული
  • კინო

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In