უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე, უნიკალური შემოთავაზება გამოჩნდა – მსოფლიოში პირველი წყალზე მოტივტივე ქალაქი, რომელიც კარიბის ზღვაში პროექტის Blue Estate ფარგლებში აშენდება. ეს არის ხელოვნური კუნძული, რომელიც სიგრძეში 1,5 სიგანეში კი 1 კილომეტრი იქნება. მშენებლობა 2022 წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2025 წელს იგეგმება. ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო, რომლის ფასი 20 ათასიდან 1.5 მილიარდ დოლარამდეა.








