„ბატონი მიხეილი ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს, ეს არის “ფეიკ ნიუსი”; მე გეტყვით, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მალტა მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსასყიდლოდ გადასცეს.







