ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთმა ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის აფეთქება კასეტური ბომბების გამოყენებით სცადა, „კურიერმა“ გადაიღო.
ადგილზე შეკრებილები არიან გამნაღველები, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები.
„ამ ტერიტორიაზე ჭურვი სომხეთის მხრიდან გუშინ ღამე ისროლეს. ეს ჭურვი აზერბაიჯანულმა მხარემ ჩამოაგდო. ეს იყო კასეტური ბომბი. 242 კასეტური ბომბი გავიტანეთ აქედან. 56-ს კი, იმის გამო რომ საშიშია, აქ ავაფეთქებთ. როგორც კი დავასრულებთ გადაღებას, დავიწყებთ ამ ბომბების განეიტრალებას“, - განაცხადა ერთ-ერთმა განმაღველმა.








