27 აგვისტოს, ვაშნგტონში ისრაელის პრემიერთან, ნაფტალი ბენეტთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა თვალები დახუჭა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა 28 აგვისტოს YouTube- ზე ისრაელის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ.
ბაიდენი თვალებს 7:35 წუთზე ხუჭავს, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ ის თითებს ამოძრავებდა.
არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ (კერძოდ Gazeta.ru, Moskovsky Komsomolets და Komsomolskaya Pravda), ისევე როგორც ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიევმა, გაავრცელეს ვიდეო, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ბაიდენმა “ჩაეძინა”.
იგივე განმარტება გააკეთა რამდენიმე ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ვებ-გვერდმა
CNN – ის რეპორტიორმა დანიელ დოლმა Twitter– ზე 29 აგვისტოს ასეთ შეტყობინებებს „სისულელე“ უწოდა.








