ჩინეთში 27 აგვისტოს ერთდროულად 15 ცათამბჯენი კონტროლირებადი აფეთქების გზით დაანგრიეს.
გამოცემა The Paper-ის ცნობით, შენობები იმიტომ დაანგრიეს, რომ მშენებლებმა 7 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს პროექტის დასრულება.
კონტროლირებადი აფეთქებისთვის 4 დღე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. ევაკურებულ იქნა მოსახლეობა, დაიხურა მიმდებარე მაღაზიები, გადაიკეტა გზები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.








