საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.
მან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.








