ბრიტანეთის მკვიდრმა, რომელიც გაზაფხულის შემდეგ კომაშია, არაფერი იცის კორონავირუსის პანდემიის შესახებ, ამსთან, ამ დროის განმავლობაში ის ვირუსით ორჯერ დაინფიცირდა.
ბრიტანელი, სატფორდშირის საგრაფოდან 11 თვის განმავლობაში კომაში იყო, ამ პერიოდში, ექიმების დახმარებით, ორჯერ დაამარცხა კორონავირუსი. 19 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ჯერჯერობით მას პანდემიის შესახებ არაფერს ეუბნებიან.







