„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვლი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ გაფორმებულ მემორანდუმში ოპოზიციის მოთხოვნები დამახინჯებულადაა გადმოცემული.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ვაშაძეს შეუძლია, უკეთეს დოკუმენტზე იმუშაოს მმართველ გუნდთან.
„ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ „ქართულ ოცნებას“ და თუ გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას ემუშაოს, უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს არის ღია დოკუმენტი, კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ და არ შეიცვლება. ასეთი განცხადებები სასაცილოა და სევდიანი საყურებელია. თუ ჩვენზე მაგარია, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და ამბობს, არ ვარგაო. ხომ მაგარია? ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი? დაწეროს, ლომებრ პუნქტები“, – განაცხადა ელისაშვილმა.







