მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსის 48 ვაქცინა გადის კლინიკურ შემოწმებას, მათგან 11 ტესტირების მესამე ფაზაშია.
ამერიკულ-გერმანული ვაქცინის „ფიზერის“ ეფექტურობა 90%, ხოლო ერთი დოზის ღირებულება სავარაუდოდ 20$ იქნება.
კომპანია გეგმავს 2020 წლის ბოლომდე 60 მილიონი დოზა აწარმოოს, ხოლო 2021 წელს 1.3 მილიარდი.
ვაქცინა წინასწარ უკვე შეუკვეთეს:
- ევროკავშირი – 300 მლნ დოზა;
- აშშ – 100 მლნ;
- იაპონია – 120 მლნ.
მეორე ვაქცინა MODERNA, რომლის ეფექტურობა 94.5%-ია. მისი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.
ერთი დოზა ვაქცინის სავარაუდო ღირებულება 32-37$ იქნება. 2021 წლისთვის დაგეგმილია 1 მილიარდი დოზის წარმოება.








