ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ფართოდ ისარგებლონ კოვიდზე ტესტირების შესაძლებლობით, რადგან ის კიდევ უფრო გამარტივდება და ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მისივე უწყებამ გაავრცელა.
მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, უნდა მიმართოს თავის პოლიკლინიკას, ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ჩაუტარდება ტესტირება და ამ დროს ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება როგორც მოქალაქისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებისთვის – საჭირო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება. ამის შემდეგ კი, თუ ტესტი დადებითი აღმოჩნდება, სასურველია კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.







